No items in cart

სამშენებლო საქმის მწარმოებელი

  • ბოლო განახლება Sep 26, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის  მიზანია  კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელსაც შეუძლია:

• ნახაზების კითხვა და ანალიზი: დამოუკიდებლად წაიკითხოს და გააანალიზოს ნებისმიერი სირთულის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო ნახაზი.

• სამუშაო პროცესების მართვა: დაგეგმოს, გაანაწილოს და გააკონტროლოს სამშენებლო სამუშაოები (მიწის სამუშაოებიდან მოპირკეთებამდე) კალენდარული გრაფიკის მიხედვით.

• რესურსების მენეჯმენტი: ეფექტურად მართოს ადამიანური რესურსი (მუშახელი, ქვეკონტრაქტორები), სამშენებლო მასალები და მძიმე ტექნიკა.

• დოკუმენტაციის წარმოება: დამოუკიდებლად შეადგინოს და აწარმოოს შესრულებული სამუშაოების აქტები (ფორმა №2) და მასალების ჩამოწერის აქტები (ფორმა №29).

• უსაფრთხოების უზრუნველყოფა: სრულად გააკონტროლოს შრომის უსაფრთხოების (HSE) ნორმების დაცვა სამშენებლო მოედანზე.


პროგრამაში ისწავლება:

• სამშენებლო ნახაზების ზოგადი საფუძვლები.

• სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციის სახეები; სამშენებლო ნახაზების დანიშნულება და სტრუქტურა; მასშტაბი და მისი გამოყენება; ხაზების ტიპები და გრაფიკული აღნიშვნები; ზომები, ნიშნულები, ღერძები და კოორდინატები; გეგმები, ჭრილები, ფასადები და კვანძები.

• არქიტექტურული ნახაზების წაკითხვა და ანალიზი

• შენობის სართულის გეგმა; ფასადები და ჭრილები; კარ-ფანჯრის ღიობები; კიბეები და პანდუსები; ტიხრები და შემომფარგვლელი კონსტრუქციები; იატაკისა და ჭერის გეგმები; ძირითადი ზომები და ნიშნულები; არქიტექტურული ნახაზის დაკავშირება სხვა საპროექტო დოკუმენტაციასთან.

• კონსტრუქციული ნახაზების წაკითხვა და ანალიზი

• კონსტრუქციული გეგმების დანიშნულება; საძირკვლების გეგმები და ჭრილები; სვეტები, კოჭები, რიგელები და ფილები;

• მონოლითური და ასაწყობი კონსტრუქციების ნახაზები; არმირების ნახაზები; კონსტრუქციული კვანძები და დეტალები;

• კონსტრუქციული ელემენტების მარკირება; არქიტექტურულ და კონსტრუქციულ ნახაზებს შორის ურთიერთკავშირი.

• ნულოვანი ციკლის სამუშაოები

• სამშენებლო მოედნის მომზადება; მიწის სამუშაოების ძირითადი სახეები; გრუნტის დამუშავება და გადაადგილება; ქვაბულისა და თხრილების მოწყობა; გრუნტის დამუშავების მექანიზაცია; საძირკვლის მოწყობის სამუშაოთა თანმიმდევრობა; ჰიდროიზოლაციისა და დამცავი სამუშაოები; ნულოვანი ციკლის სამუშაოთა ორგანიზება და ხარისხის კონტროლი.

• შენობის კარკასის მოწყობა

• კარკასის კონსტრუქციული ელემენტები; ყალიბების მოწყობის ტექნოლოგია; არმატურის დამზადება და მონტაჟი; არმირებული კარკასის შემოწმება; ბეტონის ნარევის მიწოდება და ჩაწყობა; ბეტონის დატკეპნა და მოვლა; მონოლითური კონსტრუქციების მოწყობის თანმიმდევრობა; ბეტონის, არმირების და ყალიბების სამუშაოთა ურთიერთკავშირი; სამუშაოთა ორგანიზება და ხარისხის კონტროლი.

• გადახურვის მოწყობის სამუშაოები

• გადახურვის კონსტრუქციების ძირითადი სახეები; გადახურვის კონსტრუქციების მონტაჟის თანმიმდევრობა; თბოიზოლაციისა და ჰიდროიზოლაციის მოწყობა; საინჟინრო ქსელების განთავსება შენობის კონსტრუქციებთან მიმართებით  (წყალსადენისა და კანალიზაციის სისტემების მონტაჟი;ელექტრული ქსელების მოწყობა; ვენტილაციის სისტემების მონტაჟი); სახურავის საბოლოო საფარის მოწყობა

• მოპირკეთების სამუშაოები

• შიდა და გარე მოპირკეთების სახეები; შელესვის სამუშაოები;

• იატაკის მოწყობა და მოპირკეთება; კედლებისა და ჭერის მოპირკეთება; ფასადის მოპირკეთება; მოპირკეთების სამუშაოთა ტექნოლოგიური თანმიმდევრობა.

• სამშენებლო მენეჯმენტის ცნება

• სამუშაოთა მოცულობები; სამუშაოთა ტექნოლოგიური თანმიმდევრობა; სამუშაოთა შესრულების ვადები; მუშახელის რაოდენობა და კვალიფიკაცია; სამშენებლო მასალების მიწოდება;

• სამშენებლო მანქანებისა და მექანიზმების გამოყენება; ფინანსური რესურსები; სამუშაოთა ხარისხი.

• სამუშაოთა ხანგრძლივობის განსაზღვრა

• სამუშაოს მოცულობა; შრომატევადობა; მუშათა რაოდენობა;

• მუშათა კვალიფიკაცია; გამოყენებულ ტექნოლოგია; სამშენებლო მანქანების წარმადობა; სამუშაო პირობები;

• მასალების მიწოდების რეჟიმი.

• ვადების მართვა და სამუშაოთა ურთიერთკავშირი

• სამუშაოთა დაწყებისა და დასრულების ვადების განსაზღვრა; სამუშაოთა ურთიერთკავშირის დადგენა; კრიტიკული სამუშაოების გამოვლენა; დაგვიანების რისკების განსაზღვრა;

• ფაქტობრივი შესრულების კონტროლი; საჭიროების შემთხვევაში მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელება.

• სამშენებლო რესურსების დაგეგმვა და მუშახელის ეფექტური განაწილება

• სამშენებლო რესურსების სახეები;  მატერიალური რესურსები; ტექნიკური რესურსები; მუშახელის ეფექტური განაწილების პრინციპები.

• სამშენებლო მასალების  მნიშვნელობა და ტექნიკის შერჩევა

• მასალების საჭიროების დაგეგმვა; მასალების მიწოდების პრინციპები; მასალების დასაწყობება; სამშენებლო მანქანების როლიტექნიკის შერჩევა.

• სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ცნება

• სამშენებლო სამუშაოთა მოცულობები; საჭირო მასალების რაოდენობა; შრომითი დანახარჯები; სამშენებლო მანქანა-მექანიზმების გამოყენება; სამუშაოთა ერთეულისა და საერთო ღირებულება; პროექტის სავარაუდო ღირებულება.

• შესრულებული სამუშაოების აქტი — ფორმა №2

• ფორმა №2-ის ძირითადი მონაცემები; ფორმა №2-ის შევსების პრინციპი; ფაქტობრივი შესრულების დადასტურება

• ფორმა №2-ის კონტროლი და შესრულებული სამუშაოების მიღება

• ფორმა №2-ის კონტროლის აუცილებლობა; ფორმა №2-ის შედარება საპროექტო დოკუმენტაციასთან; რაოდენობრივი კონტროლი; . ღირებულების კონტროლი

• მასალების ჩამოწერის აქტი — ფორმა №29

• ფორმა №29-ის დანიშნულება; მასალების მოძრაობის ძირითადი სქემა; ფორმა №29-ში ასახული ინფორმაცია; მასალების ხარჯვის კონტროლი;  ნორმატიული და ფაქტობრივი ხარჯი

• ფორმა №29-ის კონტროლი და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის კომპლექსური აღრიცხვა

• ფორმა №29-ის კონტროლის მიზანი; დოკუმენტების ურთიერთშედარება; მასალის ხარჯვის ანალიზი; ფორმა №2-სა და №29-ს შორის კავშირი.

• შრომის უსაფრთხოების საფუძვლები სამშენებლო მოედანზე

• შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობა; HSE-ის ცნება; უსაფრთხოების მართვის პრინციპი; . სამშენებლო მოედნის ორგანიზება.

• რისკების შეფასება და პრევენცია სამშენებლო მოედანზე

• რისკების შეფასების ეტაპები; რისკების პრევენციის იერარქია; ძირითადი სამშენებლო რისკები; ინდივიდუალური დაცვის საშუალებები.

• უსაფრთხოების ორგანიზება და კონტროლი სამშენებლო მოედანზე

• უსაფრთხოების პასუხისმგებლობები; სამუშაოს დაწყებამდე კონტროლი;. ინსტრუქტაჟი; საგანგებო სიტუაციების მართვა; უსაფრთხოების აუდიტი.

• სამშენებლო სამართალი და საქართველოში მოქმედი რეგულაციები

• სამშენებლო სამართლის მნიშვნელობა; მშენებლობის ნებართვა; მშენებლობის ეტაპები; . სამშენებლო დოკუმენტაცია; . სამშენებლო ზედამხედველობა.

• შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება და სამშენებლო რეგულაციების პრაქტიკული გამოყენება

• ექსპლუატაციაში მიღების არსი; . ექსპლუატაციაში მიღების ძირითადი პრინციპი; დასრულებული ობიექტის შესაბამისობა; ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მნიშვნელობა; სამშენებლო მენეჯერის როლი სამართლებრივი მოთხოვნების შესრულებაში; სამშენებლო სამართლისა და HSE-ის ურთიერთკავშირი


გამოყენებული მეთოდები:

თეორიული და ინტერაქციული სწავლება

• ინტერაქციული ლექციები: მასალის ვიზუალური პრეზენტაციებით (სლაიდები, ვიდეომასალა) ახსნა, სადაც სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები დისკუსიაში.

• ქეისების განხილვა (Case Studies): რეალური სამშენებლო პროექტების ანალიზი. სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ გადაიჭრა კონკრეტული პრობლემები (ვადების გადაცილება, ბიუჯეტის დეფიციტი, უსაფრთხოების დარღვევა) სხვადასხვა ობიექტზე.

• ნორმატიული დოკუმენტაციის შესწავლა: სამშენებლო რეგულაციების (მაგ. 41-ე დადგენილება უსაფრთხოების შესახებ), კოდექსებისა და სტანდარტების დეტალური გარჩევა.

პრაქტიკული და ტექნიკური მეცადინეობები

• ნახაზების კითხვა და ანალიზი: არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო (ელექტროობა, სანტექნიკა) ნახაზების რეალური ნიმუშების გარჩევა და მათზე მუშაობა.

• კომპიუტერული პროგრამების ათვისება: პრაქტიკული მუშაობა ისეთ პროგრამებში, როგორიცაა AutoCAD (ნახაზების სანახავად/შესასწორებლად) და MS Project ან Excel (სამუშაო გრაფიკებისა და კალენდრების შესადგენად).

• ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა #2-ის მომზადება: მასალების მოცულობების დათვლა, ბიუჯეტირება და შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა ორის) დამოუკიდებლად შევსება.

რეალურ გარემოსთან დაახლოებული მეთოდები

• საველე გასვლები / პრაქტიკა ობიექტზე: ვიზიტები მოქმედ სამშენებლო მოედნებზე, სადაც სტუდენტები უშუალოდ აკვირდებიან სამუშაო პროცესებს, მასალების მიღებას, ხარისხის კონტროლსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას.

• სიმულაციური თამაშები (Role-playing): რეალური სიტუაციების გათამაშება, მაგალითად: მოლაპარაკება მომწოდებლებთან, კონფლიქტის მოგვარება მუშებთან, ან ობიექტის ჩაბარების პროცესი დამკვეთთან.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

1.მინიმალური ასაკი 16 წელი 2.რეგისტრირებული ქალაქ თბილისში


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: 1.ონლაინ რეგისტრაცია 2.დოკუმენტების გადარჩევა 3.გასაუბრება


სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი;

სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე;


დასაქმების სფერო : პროგრამის გავლის შედეგად მსმენელთა მიერ  მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს  მათ დასაქმებას ნებისმიერ კომპანიაში, რომელიც დაკავებულია სამშენებლო და დეველოპერული საქმით,