No items in cart

სანტექნიკისა და გათბობა-წყალგამაცხელებელი სისტემების მემონტაჟე

  • ბოლო განახლება Sep 26, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის  მიზანია  კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელსაც შეუძლია:

• სისტემების პროექტირება და აზომვა: სანტექნიკური სქემების მიხედვით სწორად დაგეგმოს მილების მარშრუტები, დიამეტრები და გააკეთოს ზუსტი აზომვები.

• შიდა და გარე ქსელების მონტაჟი: დამოუკიდებლად გაიყვანოს, შეადუღოს და დაამონტაჟოს ცივი/ცხელი წყლისა და წყალარინების (კანალიზაციის) მილები.

• გათბობის სისტემების გამართვა: ააწყოს ცენტრალური გათბობის სისტემები (რადიატორული, კოლექტორული) და დააგოს იატაკქვეშა გათბობის კონტურები.

• დანადგარების ინსტალაცია: უსაფრთხოდ დაამონტაჟოს საყოფაცხოვრებო სანტექნიკა, ცენტრალური გათბობის ქვაბები, ელექტრო და გაზის წყალგამაცხელებლები (ბოილერები, კალონკები).

• ტესტირება და დიაგნოსტიკა: მოახდინოს სისტემის წნევაზე შემოწმება (დაპრესვა) ექსპლუატაციაში გაშვებამდე, აღმოაჩინოს და შეაკეთოს ნებისმიერი სახის გაჟონვა ან გაუმართავობა.


გამოყენებული მეთოდები :

თეორიული და ინტერაქციული სწავლება

• ინტერაქციული ლექციები: მასალის ვიზუალური პრეზენტაციებით (სლაიდები, ვიდეომასალა) ახსნა, სადაც სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულები დისკუსიაში.

• ქეისების განხილვა (Case Studies): რეალური პროექტების ანალიზი. სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ გადაიჭრა კონკრეტული პრობლემები

• ნორმატიული დოკუმენტაციის შესწავლა: კოდექსებისა და სტანდარტების დეტალური გარჩევა.

• სადემონსტრაციო-პრაქტიკული მუშაობა: ინსტრუქტორი ჯერ თავად აჩვენებს კონკრეტულ პროცესს (მაგ. მილების შედუღება, კოლექტორის აწყობა), რის შემდეგაც თითოეული სტუდენტი ინდივიდუალურად იმეორებს იმავე მოქმედებას.

• მასალებთან და ხელსაწყოებთან მუშაობა: სხვადასხვა ტიპის (მეტალოპლასტმასის, პოლიპროპილენის, პრეს-სისტემების) მილების ჭრა, ღუნვა, შეერთება და თანამედროვე ელექტროხელსაწყოების (სარჩილავი აპარატი, პრეს-ინსტრუმენტი) სწორად გამოყენება.

• სტენდური სიმულაციები: სპეციალურ სასწავლო სტენდებზე ცენტრალური გათბობის (რადიატორების, იატაკქვეშა გათბობის) და წყალმომარაგების სრული სისტემების ნულოვანი წერტილიდან აწყობა და გამოცდა. საინჟინრო და ტექნიკური მეთოდები

• სქემებისა და ნახაზების კითხვა: გათბობისა და წყალგაყვანილობის საპროექტო სქემების გარჩევა. სტუდენტები სწავლობენ, თუ როგორ გადაიტანონ ფურცელზე მოცემული ნახაზი რეალურ სივრცეში.

• ტექნიკური გაანგარიშებები: მილების დიამეტრების, რადიატორების სექციების რაოდენობის, ქვაბის სიმძლავრისა და წყლის წნევის სწორად დაანგარიშების მეთოდების სწავლება კონკრეტული ფართის მიხედვით.

• ჰიდრავლიკური გამოცდა (დაწნეხვა): აწყობილი სისტემის ჰერმეტულობის შემოწმების მეთოდოლოგია — მილებში წნევის გაშვება დეფექტების ან გაჟონვის აღმოსაჩენად. დიაგნოსტიკა და უსაფრთხოება

• ხარვეზების იმიტაცია და აღმოფხვრა (Troubleshooting): ინსტრუქტორი სისტემაში ხელოვნურად უშვებს შეცდომას (მაგ. ჰაერის საცობი, წნევის ვარდნა, არასწორი ცირკულაცია), ხოლო სტუდენტებმა დამოუკიდებლად უნდა იპოვონ და გამოასწორონ პრობლემა.

• უსაფრთხოების ტექნიკის დაცვა: მაღალ წნევასთან, ელექტროენერგიასთან, გაზთან და შედუღების აპარატებთან მუშაობის უსაფრთხოების წესების პრაქტიკული დანერგვა.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა :

1.მინიმალური ასაკი 16 წელი 2.რეგისტრირებული ქალაქ თბილისში


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები :

1.ონლაინ რეგისტრაცია 2.დოკუმენტების გადარჩევა 3.გასაუბრება


სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი;

სწავლის ხანგრძლივობა: 4 თვე;


დასაქმების სფერო: პროგრამის გავლის შედეგად მსმენელთა მიერ  მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს  მათ დასაქმებას სამშენებლო და დეველოპერული სექტორში, სარემონტო და სერვისული კომპანიებში რომლებიც ეწევიან კომერციული და სახელმწიფო ობიექტების მომსახურებას.