პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს სასტუროში სტუმრის მიღების, დახვედრის, დაჯავშნის და დასუფთავების პროცედურა.კერძოდ, სასტუმროში სტუმრის დახვედრა; სტუმრის დარეგისტრირება; სტუმართან ანგარიშსწორება; სტუმრის გაწერა; სასტუმროს მართვის პროგრამა „ოპერა“-ს გამოყენება სასტუმროს მიღება-განთავსების რგოლში; ჯავშნის მიღება; სასტუმროს პროდუქტების გაყიდვის პროცედურა; ზეპირი კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე ინფორმაციის პირდაპირი გაცვლის მეშვეობით;
პროგრამაში ისწავლება:
სტუმრის მიღება-განთავსების პროცედურების თეორიული საფუძვლების განსაზღვრა;
სტუმრების შეკვეთების მიღება;
სტუმართა მონაცემების მართვა;
სასტუმროს ონლაინ დაჯავშნა;
გაყიდვის ობიექტების კონტროლი;
სტუმართა დებიტორული დავალიანების მართვა;
სასტუმროს მართვის კომპიუტერული პროგრამა OPERA (PMS) (პროგრამის თემატიკა);
OPERA PMS-სასტუმროს დაჯავშნისა და მიღება-განთავსების პროცედურები;
OPERA PMS - ჰაუსქიფინგი;
ჰაუსქიფინგის ყოველდღიური რეპორტები / Housekeeping daily reports;
ოთახის სტატუსები კატეგორიების მიხედვით / Room statuses by categories;
ოთახის სტატუსების შეცვლის პროცედურა / Status change procedure;
დავალებების გაკეთება / Task Assignment;
სტატუსებს შორის შეუსაბამობის რეპორტი / Discrepancy Report;
სასტუმროს პროგნოზი / Facility Forecast;
ჰაუსქიფინგის მენეჯმენტი / Housekeeping Management;
თრეისების მართვა ოპერაში / Traces follow up procedure;
ოთახის სარემონტო პროცედურის მართვა/კონტროლი სისტემაში / Room maintenance follow up;
მომსახურებიდან/მწყობრიდან გამოსული ოთახების მართვა / Out of service / Out of order rooms;
ღონისძიებების დეტალური რეპორტი / Event detailed Report;
საღამოს მომსახურება / Turn Down Service;
ოთახების დამთხვევის პროცედურა / Room Reconciliation Report .
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით .
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;
სწავლების ვადა: 2,5 თვე, კვირაში 2-3 დღე;
დასაქმების სფერო: სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები.