პროგრამის აღწერა: პროფესიული მომზადების პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერ სახელმწიფო, ან კერძო საწარმოში, რომლის საქმიანობა დაკავშირებული იქნება პროგრამული CNC - ჩარხებისთვის 3D მოდელირებასთან და პროგრამირება მართვასთან. მსმენელთა პროფესიული მომზადების მიზნით შექმნილი პროგრამა „სხვადასხვა მასალის დამუშავება თანამედროვე CAM პროგრამების გამოყენებით, 3D მოდელირება და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირება“ შედგენილია წარმოებაში გამოყენებული თანამედროვე ციფრული პროგრამული მართვის CNC ჩარხების ოპერირების, ასევე 3D მოდელირების და რთული მრავალკომპონენტიანი ნაკეთობების პროექტირების მიზნით. პროგრამა მოცავს 4 სწავლის შედეგს და 224 საკონტაქტო საათს. • სწავლების მეთოდებათ გამოყენებულია ინტერაქტიური ლექცია, სემინარი, პრაქტიკული მეცადინეობა და დამოუკიდებელი პრაქტიკული დავალება. • მსმენელის შეფასება იწარმოებს პრაქტიკული დავალების შესრულების პროცესზე დაკვირვებით. • პროგრამის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელი მიიღებს სახელმწიფო სერტიფიკატს.
სწავლის დაწყება: 16 ნოემბერი 2026 წ.
სწავლის დასრულება: 08 თებერვალი 2027 წ.