No items in cart

სოც მედია და ციფრული სტრატეგია

  • 3
  • ბოლო განახლება Mar 10, 2026

კურსის შესახებ

კურსი მოიცავს ციფრული მარკეტინგის საფუძვლებს და სოციალური მედიის სტრატეგიულ გამოყენებას თანამედროვე ბიზნეს გარემოში. პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ მიდგომებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას უკეთ გაიაზრონ ონლაინ კომუნიკაციის მნიშვნელობა და ეფექტურად დაგეგმონ მარკეტინგული აქტივობები. პროგრამაში ისწავლება: ციფრული მარკეტინგის საფუძვლები; სოციალური მედიის სტრატეგიული გამოყენება; კამპანიების დაგეგმვა და მართვა; სოციალური მედიის პლატფორმების ეფექტურად გამოყენება; კონტენტ სტრატეგიის შექმნა; აუდიტორიის განსაზღვრა; რეკლამების დაგეგმვა; შედეგების ანალიზი.


გამოყენებული მეთოდები: პროგრამა აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ სავარჯიშოებს.


სწავლება: ონლაინ რეჟიმი (შუალედური და ფინალური დასწრებით).


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; დოკუმენტაციის გადარჩევა; გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი:  2026 წლის 1 მაისი სწავლის პერიოდი: 2 თვე, კვირაში 2 დღე განრიგი: ოთხშაბათი 21:00 – 22:30; პარასკევი 12:00 – 13:30; ლექციების რაოდენობა: 16


დასაქმების სფერო: კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს მარკეტინგისა და ციფრული მედიის სფეროში, სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციებში, ან/და იმუშაოს დამოუკიდებლად.