No items in cart

სოციალური მედიის მართვა

  • 470
  • ბოლო განახლება Oct 02, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს სოციალური მედიისა და კონტენტის მენეჯმენტი, ეფექტური კომუნიკაციის დაგეგმვა, Facebook, Instagram, YouTube, TikTok და LinkedIn სოციალური ქსელების შექმნა და მართვა, შემოქმედებითი აზროვნების უნარის გაუმჯობესება, რათა შეძლოს ამ მიმართულებით დასაქმება. 


პროგრამაში ისწავლება:

სოციალური მედიის პლატფორმის  ძირითადი საფუძვლები, მარკეტინგისა და ბრენდინგის მახასიათებლები;

სხვადასხვა სოციალური პლატფორმისთვის და სამიზნე აუდიტორიისთვის დამახასიათებელი შესაბამისი ტრენდული კონტენტის ჩამოყალიბება;

სოციალური მედიის სარეკლამო ინსტრუმენტებისა და ტექნიკის ცოდნა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა;

კონტენტ კალენდრის  შექმნა და მართვა. კონტენტის თანმიმდევრული და სტრატეგიული განთავსება;

ბრენდის ცნობადობის გაზრდა ციფრული მარკეტინგის ​ტენდეციების გამოყენების გზით;


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ონლაინ ფორმატში.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

ტესტირება;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 16 ოქტომბერი;


სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;



დასაქმების სფერო:

საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაცია;