No items in cart

სუ-შეფის პროფესიული გადამზადების პროგრამა

  • ბოლო განახლება Sep 25, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია მოქმედი მზარეულების გადამზადება სუ-შეფებად ანუ მთავარი შეფის (Head Chef/ Executive Chef) მოადგილედ და სამზარეულოს ყოველდღიური მუშაობის კოორდინატორად; მათთვის ლიდერული, მენეჯერული, კულინარიული და სტრატეგიული კომპეტენციების განვითარება თანამედროვე პროფესიული სტანდარტების შესაბამისად. მათ შეეძლებათ: მაღალი ხარისხის კერძების დაგეგმვა და შესრულება თანამედროვე კულინარიული ტექნოლოგიების გამოყენებით, საერთაშორისო სამზარეულოების ინტეგრირებული გამოყენება, HACCP და Food Safety სისტემების მართვა, სამზარეულოს გუნდის ორგანიზება და ხელმძღვანელობა - მთავარი შეფის მხარდაჭერით- მისი არყოფნის შემთხვევაში მისი ფუნქციების შესრულებით; მენიუს, Food Cost-ისა და ნარჩენების კონტროლი, ინოვაციური, მდგრადი და ეკო-მეგობრული მიდგომების დანერგვა.


სწავლის ყველა შედეგის დადასტურების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ ა(ა)იპ “საქართველოს შეფთა ასოციაციის“ და მერიის ერთობლივ, ორენოვან სერტიფიკატს დანართთან ერთად.


პროგრამაში ისწავლება:

 სუ-შეფის პროფესიის არსი და მნიშვნელობა

 მაღალი ხარისხის კერძების დაგეგმვა და შესრულება თანამედროვე კულინარიული ტექნოლოგიების გამოყენებით

 საერთაშორისო სამზარეულოების ინტეგრირებული გამოყენება

 HACCP და Food Safety სისტემების მართვა

 სამზარეულოს გუნდის ორგანიზება და ხელმძღვანელობა

 მენიუს შედგენა Food Cost-ისა და ნარჩენების კონტროლით

 ინოვაციური, მდგრადი და ეკო-მეგობრული მიდგომების დანერგვა


გამოყენებული მეთოდები: ​

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.  სწავლება მოიცავს მეცადინეობას: A -აუდიტორიაში და C - რეალურ გარემოში.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

 ზოგადი განათლება (საბაზო)

 პროფესიული ან უმაღლესი განათლება - კულინარიაში, კონდიტერიაში; ან სამუშაო გამოცდილება - 2 წელი - მზარეულის პოზიციაზე;

 ასაკი: 18 წელი, სრულწლოვანება (მე-4 კატეგორია დარგობრივი პროფესიული სქემით და საერთაშორისო სტანდარტებით);


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

 ონლაინ რეგისტრაცია;

 დოკუმენტაციის გადარჩევა;

 გასაუბრება პროფესიის მოსინჯვის მეთოდით

 პრაქტიკული დავალების შესრულება (კერძის მომზადება- ინსტრუქციის შესაბამისად)- აპლიკანტი თვითონ წარმოადგენს საკონკურსო კერძის პროდუქტებს (ჩამონათვალს გაეცნობიან გასაუბრებაზე, 1 თეფშისთვის მოსამზადებლად)- დადგენილია მსოფლიო შეფთა ასოციციის დირექტივის შესაბამისად.


სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 11 ნოემბერი.

სწავლების ვადა: 3 თვე, 12 კვირა, კვირაში 3 დღე; სულ: 216 სთ.

დასაქმების სფერო: პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ნებისმიერი ტიპის სასტუმროში, რესტორანსა და კვების სხვა ობიექტებში, სადაც გეგმავენ და ახორციელებენ საკვები პროდუქტების წარმოებას- შემდეგ პოზიციებზე: სუ-შეფი.