No items in cart

სუსტი დენების ტექნიკოსი

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 10, 2026

კურსის შესახებ

სუსტი დენების ტექნიკოსის პროფესიული მომზადების პროგრამის მიზანია ისეთი კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელსაც ეცოდინება სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების წესები და სუსტი დენების მიმართულების ტექნოლოგიები, სისტემების ნაირსახეობა და მათი მოწყობის პრინციპები და შეეძლება უსაფრთხოების სისტემების მონტაჟი.


პროგრამაში ისწავლება:

1. სუსტი დენების მიმართულების ტექნოლოგიების აღწერა და სამუშაო სივრცეში უსაფრთხოების წესების დაცვა;

2. ვიდეო სათვალთვალო სისტემის მონტაჟი;

3. დაცვითი სიგნალიზაციის მონტაჟი;

4. სახანძრო უსაფრთხოების მონტაჟი


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: განათლება: საშუალო მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია; სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 1 მაისი სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 3-5 დღე;

დასაქმების სფერო:  ელექტროტექნიკა და ენერგია (დეტალური სფერო). ელექტრული მოწყობილობებისა და ტელეკომუნიკაციების მექანიკოსები და ამწყობები.