No items in cart

ტექნიკოსი - კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების მოგვარება

  • 0
  • ბოლო განახლება Mar 11, 2025

კურსის შესახებ

მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„ტექნიკოსი - კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული პრობლემების მოგვარება“

პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულებმა აითვისონ კომპიუტერული ტექნიკის აპარატურული და პროგრამული მხარდაჭერის ტექნიკოსის პროფესია და შეისწავლონ: პერსონალურ კომპიუტერთან მუშაობისას შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, კომპიუტერის შემადგენელი ნაწილები, მათი დანიშნულება და მუშაობის პრინციპები, კომპიუტერის აპარატურული და პროგრამული გამართვა, მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, განახლება-გაძლიერება, არსებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია, წარმოქმნილი პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა.

პროგრამაში ისწავლება: 
1. კომპიუტერის ძირითადი შემადგენელი ნაწილების მთავარი ფუნქციები და მახასიათებლები; 
2. კომპიუტერის დაშლა-აწყობა; 
3. ოპერაციული სისტემა ვინდოუს-10 და ვინდოუს-11-ის შესაძლებლობების გაცნობა და ინსტალაცია; 
4. დრაივერების და სამომხმარებლო პროგრამების ინსტალაცია; 
5. მარტივი აპარატურული და პროგრამული უსაფრთხოების უზრუნველყოფა; 
6. სისტემის შენახვა-აღდგენა, მყარი დისკების კლონირება;  
7. კომპიუტერის განახლება-გაძლიერებისთვის საჭირო მონაცემების მოძიება, შესაბამისი ნაწილების იდენტიფიკაცია და შეცვლა-დამატება; 
8. გავრცელებული აპარატურული და პროგრამული პრობლემების იდენტიფიკაცია და პრევენცია; 
9. ხშირად გავრცელებული პრობლემების გამოვლენა, აღმოფხვრა და საჭიროების შემთხვევაში პრევენციული ღონისძიებების გატარება.

გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 
2025 წლის 28 აპრილი.

სწავლების ვადა: 
3 თვე, კვირაში 3-5 დღე.


დასაქმების სფერო: 
მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, ან/და თვითდასაქმება.