No items in cart

თოჯინის ანიმირება - სტოპ-მოუშენ პროფესიული კურსები

  • 54
  • ბოლო განახლება May 27, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს ანიმაციის პრინციპები თოჯინურ ანიმაციაში, პერსონაჟის გაცოცხლება მისთვის განკუთვნილი დეკორაციის პირობებში, იდეის დამოუკიდებლად დამუშავება სტოპ-მოუშენ ანიმაციისათვის განკუთვნილი პერსონაჟის შესაძლებლობებიდან გამომდინარე და ანიმაციის დაგეგმარება, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი.

 

პროგრამაში ისწავლება:

მსახიობის ოსტატობა, გარდასახვის ხელოვნება.

პერსონაჟის ხასიათის ძიება, ეკრანული დროის შეგრძნება-გამომუშავება. 

მოძრაობის ფაზებად და ძირითადებად ჩაშლა, თოჯინის ანიმირება.

სტოპ-მოუშენისთვის განკუთვნილ საჭირო ხელსაწყოებთან მუშაობა.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

სასურველია მსმენელი ფლობდეს 2d ანიმაციის ძირითად პრინციპებს.



პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;



დასაქმების სფერო: თოჯინური ანიმაცია, კინო და სარეკლამო ინდუსტრია.