No items in cart

ციფრული მარკეტინგი AI-ს დახმარებით

  • ბოლო განახლება Sep 29, 2026

კურსის შესახებ

პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს დაეუფლოს ციფრული მარკეტინგს და მის თანამედროვე ინსტრუმენტებს ხელოვნური ინტელექტის (AI) ინტეგრაციით. 4-კვირიანი კურსის განმავლობაში სტუდენტები შეისწავლიან ბაზრის კვლევის პრინციპებს, კონტენტ-სტრატეგიას, სარეკლამო კამპანიების (Meta & Google Ads) დაგეგმვასა და ანალიტიკას. პროგრამის მთავარი ფოკუსია AI-ტექნოლოგიების პრაქტიკული გამოყენება, რაც უზრუნველყოფს მარკეტინგული პროცესების ავტომატიზაციასა და ეფექტიანობის მაქსიმალურ ზრდას თანამედროვე ციფრულ ეპოქაში. ციფრული მარკეტინგის კურსის არჩევის შემთხვევაში შენ შეისწავლი ბაზრის კვლევის პრინციპებს, სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრას, კონტენტ მარკეტინგს, Meta და Google Ads პლატფორმებზე რეკლამის დაგეგმვასა და მართვას. ასევე ისწავლი AI ინსტრუმენტების გამოყენებას კონტენტის, იდეებისა და მარკეტინგული სტრატეგიების გენერირებისთვის, Google Analytics-ის გამოყენებას და შედეგების ანალიზს.


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ჰიბრიდულ ფორმატში.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება - მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; ტესტირება; გასაუბრება;

სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი, სწავლების ვადა: 1 თვე - 16 საათი (8 შეხვედრა)

დასაქმების სფერო: მარკეტინგი და რეკლამა