პროგრამის მიზანია, კურსდამთავრებულებმა შეისწავლოს შენობა-ნაგებობების პროფესიული
დასუფთავების ევროკავშირის რეგულაციებით, ჯელსთეის მიერ შემუშავებული სტანდარტი და
დაეუფლოს მის პრაქტიკულად გამოყენებას სხვადასხვა ტიპის ობიექტზე. მისი დასრულების
შემდეგ, სერთიფიკატის საფუძველზე, ჯელსთეის სტანდარტის სახელით მას უნდა შეეძლოს:
პირადი
ჰიგიენის, სამუშაოზე დაშვების და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
სადეზინფექციო
და საწმენდი საშუალებების სწორად შერჩევა, განზავება და გამოყენება;
ზედაპირისა
და მასალის ამოცნობა და მისი შესაბამისი მეთოდის შერჩევა;
საცხოვრებელი
ფართის – ბინისა და კერძო სახლის – დასუფთავება ზონების და თანმიმდევრობის დაცვით;
კვების
ობიექტის დასუფთავება საკვებთან შეხებაში მყოფი ზედაპირების ორეტაპიანი მეთოდით;
შენობის
საერთო სარგებლობის ფართისა და საოფისე სივრცის დასუფთავება;
სასტუმროს
ნომრის მომზადება და თეთრეულის მართვა;
დასუფთავების
ექვსი ტიპის – რუტინული, ღრმა/პერიოდული, ბრუნვის, გადასვლის (შესახლება/გამოსახლება),
წერტილოვანი/ინციდენტის და სამშენებლო-სარემონტო – ერთმანეთისგან გარჩევა და თითოეულის
შესაბამისი სისრულის სტანდარტის დაცვა;
სამშენებლო-სარემონტო
სამუშაოების დასრულების შემდგომი დასუფთავების უსაფრთხოების წესების (მტვრისა და სავარაუდო
აზბესტის კონტროლის ჩათვლით) დაცვით და სწორი ტექნიკით შესრულება, საცხოვრებელი ფართის,
კვების ობიექტის, საერთო/საოფისე სივრცისა და სასტუმროსთვის დამახასიათებელი თავისებურებების
გათვალისწინებით;
შესრულებული
სამუშაოს შემოწმება და აღრიცხვის ფორმის შევსება.
პროგრამაში ისწავლება:
დასუფთავების საფუძვლები:
ჰიგიენა, ქიმია, უსაფრთხოება და დასუფთავების ტიპები;
ზედაპირები, მასალები და
მათი ამოცნობა, სამშენებლო-სარემონტო კვალის ამოცნობის ჩათვლით;
საცხოვრებელი ფართის დასუფთავება,
მათ შორის სამშენებლო-სარემონტო დასუფთავება;
კვების ობიექტების დასუფთავება,
მათ შორის სამშენებლო-სარემონტო დასუფთავება;
საერთო სარგებლობის და
საოფისე ფართების დასუფთავება, მათ შორის სამშენებლო-სარემონტო დასუფთავება;
სასტუმროს ნომრის მომზადება,
მათ შორის სამშენებლო-სარემონტო დასუფთავება.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18
წელი;
ქალაქ თბილისში
რეგისტრაცია.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის
გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის
დაწყების თარიღი:
2026 წლის
16 ნოემბერი.
სწავლების ვადა:
3 თვე, კვირაში
3-5 დღე.
დასაქმების სფერო:
მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებული
შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე
ორგანიზაციებში. ასევე, შეძლებს თვითდასაქმებას და განვითარებას პროექტების საშუალებით.