No items in cart

UI/UX დიზაინი

  • 207
  • ბოლო განახლება Mar 07, 2025

კურსის შესახებ

მოკლევადიანი პროგრამა: UI/UX დიზაინი

UI/UX დიზაინის პროგრამის მიზანია, რომ მსმენელს შეასწავლოს, მომხმარებლის ინტერფეისის შექმნა და გამოცდილების გაუმჯობესება, ისეთ ციფრულ პროდუქტებში, როგორებიცაა საიტი, აპლიკაცია და სხვა. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სფეროს 0-დან სამუშაო მზადყოფნამდე შესწავლა.


პროგრამაში ისწავლება:


როგორი უნდა იყოს კარგი დიზაინი.

დიზაინის პროცესის დაგეგმვა.

მომხმარებლის კვლევის მეთოდები & ანალიზი.

ინტერფეისისა და ინტერაქციის დიზაინის პრინციპები.

კომპლექსური დიზაინ სისტემის შემუშავება.

პროტოტიპების შექმნა და წარდგენა.

პორტფოლიოს შექმნის პროცესი.


გამოყენებული მეთოდები:


პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, პროგრამა განხორციელდება ონლაინ სწავლებით.



პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

მინიმალური განათლება: საბაზო ზოგადი განათლება;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია

დოკუმენტაციის გადარჩევა;

ტესტირება;

გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 28 აპრილი;


სწავლების ვადა: 3 თვე, 24 შეხვედრა, 36 საათი;


დასაქმების სფერო:

სახელმწიფო  და კერძო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები, თვითდასაქმება.