No items in cart

UI/UX დიზაინი + ხელოვნური ინტელექტი (AI)

  • ბოლო განახლება Sep 29, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, რომ მსმენელს შეასწავლოს მომხმარებლის ინტერფეისის შექმნა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესება ისეთ ციფრულ პროდუქტებში, როგორებიცაა ვებსაიტი, აპლიკაცია და სხვა. პროგრამის ფარგლებში მსმენელები ასევე გაეცნობიან ხელოვნურ ინტელექტს (AI) და ისწავლიან მის გამოყენებას დიზაინის პროცესში. პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს სფეროს 0-დან შესწავლა და სამუშაოსთვის საჭირო პრაქტიკული უნარების მიღება.


პროგრამაში ისწავლება:

• როგორი უნდა იყოს კარგი დიზაინი.

• დიზაინის პროცესის დაგეგმვა.

• მომხმარებლის კვლევის მეთოდები & ანალიზი.

• ინტერფეისისა და ინტერაქციის დიზაინის პრინციპები.

• კომპლექსური დიზაინ სისტემის შემუშავება.

• პროტოტიპების შექმნა და წარდგენა.

• ხელოვნური ინტელექტის (AI) საფუძვლები და მისი გამოყენება დიზაინის პროცესში.

• AI ხელსაწყოების გამოყენება იდეების გენერირებისთვის, კვლევის, კონტენტის შექმნისა და დიზაინის პროცესის გასაუმჯობესებლად.

• პორტფოლიოს შექმნის პროცესი.


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პროგრამა განხორციელდება ჰიბრიდული სწავლებით (ონლაინ და აუდიტორიული).


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

• მინიმალური ასაკი 16 წელი;

• ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

• მინიმალური განათლება: საბაზო ზოგადი განათლება;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

• ონლაინ რეგისტრაცია

• დოკუმენტაციის გადარჩევა;

• ტესტირება;

• გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი;

სწავლების ვადა: 3 თვე, 24 შეხვედრა, 36 საათი;


დასაქმების სფერო: სახელმწიფო და კერძო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები, თვითდასაქმება.