No items in cart

ურბანული მებაღეობა

  • 0
  • ბოლო განახლება Sep 16, 2025

კურსის შესახებ

მოკლევადიანი პროგრამის ძირითადი მიზანია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების

ხელშეწყობა პროფესიული მომზადების გზით.

პროგრამის მიზანია მონაწილეებს მისცეს ურბანული მებაღეობის თეორიული და

პრაქტიკული ცოდნა, რომელიც მოიცავს მცენარეთა მოვლის, ნიადაგისა და

სუბსტრატების მართვის, წყლისა და ენერგიის რესურსების რაციონალური

გამოყენების, ეკოლოგიური პრაქტიკებისა და ინოვაციური აგროტექნოლოგიების

საფუძვლებს.


 პროგრამაში ისწავლება:

 ბაღის დაგეგმვა და მოწყობა

 მცირე სივრცის (აივანი, სახურავი, ეზო) ბაღის გეგმარება და ზონირება.

 შესაბამისი კონტეინერების, სუბსტრატებისა და მცენარეების შერჩევა.

 ვერტიკალური ბაღის და მცირე სათბურის მოწყობის ძირითადი ეტაპები.

 თესვა და გამრავლება

 მცენარეთა მოვლა

 მორწყვა სხვადასხვა მეთოდით (ხელით, წვეთოვანი, კაპილარული მეთოდები).

 სასუქების სწორად გამოყენება (ორგანული და მინერალური).

 გასხვლისა და ფორმირების ძირითადი ტექნიკა.

 მცენარეთა დაცვის პრაქტიკა

 კომპოსტირება და ნარჩენების მართვა

 ორგანული ნარჩენების გადამუშავება და კომპოსტის მომზადება.

 კომპოსტის გამოყენება მცენარეთა კვებაში.

 ინოვაციური მეთოდების გამოყენება

 მცირე ჰიდროპონული სისტემის აწყობა და მოვლა.

 ვერტიკალური ბაღის მოწყობა მარტივი ტექნოლოგიებით.

 სენსორებისა და მარტივი IoT მოწყობილობების გამოყენება (ტენიანობა,

ტემპერატურა).

 მოსავლის აღება და შენახვა

 მცირე მასშტაბის ბაღის მართვა და ბიზნეს პოტენციალი

 წარმოების დაგეგმვა სეზონურობის მიხედვით.

 საკუთარი მოხმარებისა და მცირე ბაზრისთვის ბაღის მართვა.

პროდუქციის ეკოლოგიური სერტიფიკაციისა და მარკეტინგის საფუძვლების გაცნობა.

​გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების

ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:


 მინიმალური ასაკი 18 წელი;

 ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

 დოკუმენტაციის გადარჩევა;

 გასაუბრება;

 ჩასარიცხი დოკუმენტაციის წარმოდგენა.


სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 25 ოქტომბერი;

სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო:

ლანდშაფტური დიზაინის კომპანიები, თვითდასაქმება