კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ციფრული პროდუქტის შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, პროგრამირების ღრმა ცოდნისა და კოდის ხელით წერის გარეშე. სწავლების პროცესში სტუდენტები შეისწავლიან იდეის ვალიდაციას, პროტოტიპირებას, AI ასისტენტებთან ეფექტურ მუშაობას და თანამედროვე AI პლატფორმების გამოყენებით რეალური ვებსაიტებისა და ციფრული პროდუქტების შექმნას. კურსის ფარგლებში შეისწავლი Vibe Coding-ის თანამედროვე მიდგომას, პრომპტ ინჟინერიის საფუძვლებს და AI ინსტრუმენტების გამოყენებას ციფრული პროდუქტების შესაქმნელად. დაეუფლები იდეის მოკვლევასა და ვალიდაციას, ბაზრის ანალიზს, ფუნქციონალური მოთხოვნების დოკუმენტის (PRD) მომზადებას და პროდუქტის დაგეგმვას. ასევე შეისწავლი AI პლატფორმების გამოყენებით Full-Stack ვებსაიტებისა და პლატფორმების შექმნას, მონაცემთა ბაზებთან ინტეგრაციას, პროდუქტის ინტერნეტში განთავსებას (Deployment) და საკუთარი MVP-ის პრეზენტაციას.
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ჰიბრიდულ ფორმატში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება - მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; ტესტირება; გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი. სწავლების ვადა: 1 თვე - 14 საათი (6 შეხვედრა)
დასაქმების სფერო: ინფორმაციული ტექნოლოგიები და ციფრული პროდუქტების განვითარება