No items in cart

VIBE CODING - ვებსაიტების შექმნა AI-ის დახმარებით

  • ბოლო განახლება Sep 29, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელმა შეისწავლოს თანამედროვე AI ინსტრუმენტების გამოყენებით ვებსაიტებისა და მარტივი ვებ აპლიკაციების შექმნა კოდის ხელით წერის გარეშე. პროგრამის დასრულების შემდეგ მას უნდა შეეძლოს: ვებ პროექტის იდეის დაგეგმვა; AI-ისთვის სწორი დავალებებისა და მოთხოვნების ფორმირება; ვებსაიტის დიზაინისა და სტრუქტურის შექმნა; ფუნქციონალის დამატება; პროექტის ტესტირება და გამოქვეყნება.


პროგრამაში ისწავლება:

* Vibe Coding-ის და AI-ზე დაფუძნებული ვებ დეველოპმენტის საფუძვლები;

* ვებსაიტის სტრუქტურისა და ფუნქციონალის დაგეგმვა;

* ეფექტური Prompt-ის შექმნის პრინციპები;

* AI Web Builder ინსტრუმენტების გამოყენება;

* ინტერფეისისა და დიზაინის შექმნა AI-ის დახმარებით;

* ფორმების, გვერდებისა და ინტერაქტიული ელემენტების შექმნა;

* მონაცემებთან მუშაობის საბაზისო პრინციპები;

* AI-ის დახმარებით შეცდომების აღმოჩენა და გამოსწორება;

* ვებსაიტის ტესტირება და ოპტიმიზაცია;

* სრულყოფილი ვებ პროექტის შექმნა და გამოქვეყნება.


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პროექტზე დაფუძნებული მიდგომით. მონაწილეები ეტაპობრივად შექმნიან საკუთარ ვებ პროექტს და პრაქტიკაში გამოიყენებენ თანამედროვე AI ინსტრუმენტებს.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

* მინიმალური ასაკი 16 წელი;

* თბილისში რეგისტრაცია;

* საბაზისო კომპიუტერული უნარები.


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

* ონლაინ რეგისტრაცია;

* საბაზისო ტესტირება;

* გასაუბრება.


სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი;

სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2 დღე;


დასაქმების სფერო: პროგრამის კურსდამთავრებული შეძლებს დამოუკიდებლად შექმნას ვებსაიტები და ციფრული პროდუქტების პროტოტიპები, იმუშაოს მცირე და ფრილანს პროექტებზე ან განაგრძოს განვითარება ვებ დეველოპმენტისა და AI ტექნოლოგიების მიმართულებით.

.