მოკლევადიანი პროგრამა: ვიდეო მონტაჟი Adobe Premier Pro
ვიდეო მონტაჟის კურსის მიზანია რეჟისურას ერთ-ერთ წამყვან სამონტაჟო პროგრამის – Adobe Premiere Pro-ს შესწავლა. კურსის განმავლობაში მსმენელები დაწვრილებით გაივლიან პროგრამის ინტერფეისს, ყველა ფანჯრის ფუნქციასა და შესაძლებლობებს. ასევე, მუშობის ყველა სტადიას დაწყებული ფაილების იმპორტით და პროექტის ორგანიზაციის ჩათვლით მზა პროდუქტის ექსპორტირებით დასრულებული.
პროგრამაში ისწავლება:
• ვიდეო მონტაჟი და მისი საფუძველი
• მიმდევრობის(Sequence) შექმნა და მისი პარამეტრები
• ვიდეო/აუდიო მასალის სინქრონიზაცია
• ვიდეო ჩანართზე მუშაობის მახასიათებლები
• ფოტოებთან მუშაობა
• Audio Track Mixer – ის განხილვა და საბაზისო გამოყენება
• ეფექტებთან მუშობა
• ფერის კორექცია
• მწვანე ფონი და მისი მახასიათებლები
• „ბლარი“
• Warp Stabilizer – ის გამოეყნება
• პრესეტების შექმნა
• მასკები პრემიერში: მასკების მუშობის პრინციპი
• Multi Camera
• ვიდეოს ან პროექტის ექსპორტი
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით ონლაინ ფორმატში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
• მინიმალური ასაკი 18 წელი;
• ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
• ონლაინ რეგისტრაცია;
• ტესტირება
• გასაუბრება
პროგრამის მონაწილეებს სწავლის დაწყებამდე გადმოწერილი უნდა ჰქონდეთ Adobe Premiere Pro
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 16 ოქტომბერი;
სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 3 დღე;
დასაქმების სფერო
საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაცია და მომიჯნავე სფეროები.