No items in cart

ვიდეო მონტაჟი (Adobe Premier Pro) + ხელოვნური ინტელექტი (AI)

  • ბოლო განახლება Sep 29, 2026

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს ვიდეო მონტაჟის თანამედროვე პროგრამა: Adobe Premiere Pro, ამასთან ერთად, მსმენელი შეისწავლის მუშაობას ვიდეომასალასთან, ხმასთან და ეფექტებთან. გაეცნობა მონტაჟის ძირითად პრინციპებს, კადრების სწორად შერჩევასა და შეკვრას, ფერთა კორექციას (Color Correction), აუდიო დამუშავებას და ტიტრებისა და გრაფიკული ელემენტების დამატებას. პროგრამის ფარგლებში მსმენელი ასევე გაეცნობა ხელოვნურ ინტელექტს (AI) და მის გამოყენებას ვიდეო მონტაჟისა და კონტენტის შექმნის პროცესში.


პროგრამაში ისწავლება:

• Adobe Premiere Pro-ით მუშაობა;

• ვიდეოს ფერთა კორექცია და აუდიო დამუშავება;

• ტიტრებისა და სუბტიტრების შექმნა;

• სარეკლამო და სოციალური მედიის ვიდეოების აწყობა;

• ვიდეოს სხვადასხვა პლატფორმისთვის მომზადება (YouTube, Facebook, Instagram);

• პროექტის ექსპორტი და ტექნიკური პარამეტრების სწორად შერჩევა;

• ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება ვიდეო მონტაჟისა და კონტენტის შექმნის პროცესში;

• AI ხელსაწყოების გამოყენება ვიდეოს დამუშავებისა და სამუშაო პროცესის გასამარტივებლად;


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პროგრამა განხორციელდება ჰიბრიდული სწავლების ფორმატით (ონლაინ და აუდიტორიული).


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

• მინიმალური ასაკი 16 წელი;

• ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

• ონლაინ რეგისტრაცია;

• დოკუმენტაციის გადარჩევა;

• ტესტირება;

• გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის ნოემბერი;

სწავლების ვადა: 3 თვე, 12 კვირა, 36 საათი;


დასაქმების სფერო: სახელმწიფო და კერძო სექტორი, ტექნოლოგიური კომპანიები, მედია და სარეკლამო სააგენტოები, სოციალური მედიის მიმართულება, თვითდასაქმება და ვიდეო მონტაჟის მიმართულებით საქმიანობა.