ვიდეომონიტორინგის სისტემები ფართოდაა გამოყენებული როგორც ორგანიზაციებში ასევე პირად სივრცეებში. შესაბამისად დიდია მოთხოვნა სპეციალისტებზე რომლებიც ამონტაჟებენ ამგვარ სისტემებს, ხოლო ორგანიზაციების პირობებში ასევე ახორციელებენ მონიტორინგს და მართვას. ვიდეომონიტორინგის გამოყენება შემდგომ პერიოდში მოსალოდნელია, რომ კიდევ უფრო ყოვლისმომცველი იქნება.
- IT სფეროს კომპანიებში, რომლებიც უწევენ ორგანიზაციებს შესაბამის მომსახურებას/სერვისს;
- იყოს თვითდასაქმებული (ხშირია მოთხოვნები კერძო პირებისგან, მათ საცხოვრებელ და სააგარაკე სივრცეებში ვიდეომონიტორინგის სისტემების გამართვის და მომსახურების კუთხით).
პროგრამაში ისწავლება
- ვიდეომონიტორინგის აპარატურული მხარდაჭერის საშუალებების მახასიათებლების გარჩევა და შერჩევა მოთხოვნების შესაბამისად
- ვიდეომონიტორინგის სისტემების პროგრამული უზრუნველყოფების მუშაობის პრინციპები
- ვიდეომონიტორინგის აპარატურული საშუალებების ინსტალაცია (მათ შორის თანმდევი პროცესები - კაბელიზაცია, კედლის გახვრეტა, კამერების დამაგრება... )
- ვიდეომონიტორინგის პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა
- ჩანაწერების მართვა
- ვიდეომონიტორინგის საკანონმდებლო მოთხოვნები და შეზღუდვები (კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ; ვიდეო/აუდიო მონიტორინგის წესი...)
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 16 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები: ონლაინ რეგისტრაცია; დოკუმენტაციის გადარჩევა; გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის მაისი; პროგრამის პროფესიული კურსი მოიცავს 4 თვეს (16 კვირას), აქედან 10 კვირა ეთმობა თეორიულ სწავლებას და 6 პრაქტიკას, რომელიც ტარდება პარტნიორ ორგანიზაციებში. პროგრამაზე სწავლას გაივლის 25 მსმენელი.
დასაქმების სფერო: შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანი შესაძლებელია დასაქმდეს - ორგანიზაციების „დაცვისა და უსაფრთხოების“ ან „ინფორმაციული ტექნოლოგიების“ განყოფილებებში, ასევე შესაძლებელია თვითდასაქმება;