No items in cart
Instructor Thumbnail

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის მისია

     კოლეჯის მისიაა ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციების, ეროვნული და საერთაშორისო ღირებულებების მატარებელი, კონკურენტუნარიანი პროფესიული განათლების მქონე კვალიფიციური კადრებით საზოგადოებისა და სახელმწიფოს მოთხოვნების დაკმაყოფილება სარკინიგზო ინდუსტრიაში და მათი საგანმანათლებლო მიზნების მიღწევისა და წარმატებული დასაქმებისათვის წინაპირობების შექმნა, რომელიც მიმართულია მთელი სიცოცხლის განმავლობაში პირის პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისკენ.


კოლეჯის ხედვა

      კოლეჯის ხედვაა, სარკინიგზო ინდუსტრიაში იყოს ლიდერი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება როგორც ქვეყანაში, ისე კავკასიის რეგიონში კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლებით, სასწავლო-სამეწარმეო მჭიდრო და მრავალფეროვანი პარტნიორობით,  პროფესიონალ თანამშრომელთა გუნდითა და  დაფინანსების დივერსიფიცირებული წყაროებით.


კოლეჯის ღირებულებები

 კოლეჯის ღირებულებებია:

 

•           გუნდური მუშაობა;

•           გამჭვირვალობა;

•           პროგრესულობა და ინოვაციების მხარდაჭერა;

•           ადამიანის უფლებათა დაცვა;

•           ინტერნაციონალიზაცია.

Organization

სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯი

  • 577178065
  • [email protected]
  • თბილისი, თემქის დასახლება, XI მკ.რ. III კვ
Organization

მარიამ სვანიძე

  • 551224225