პროგრამის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრი, რომელსაც შეეძლება დააკვირდეს ძაღლს; დაიცვას სადგომისა და ძაღლის ჰიგიენური ნორმები; დააანაწილოს საკვები ასაკობრივი, ფიზიოლოგიური, სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით; უზრუნველყოს სავარჯიშო გარემოს მოწყობა; აწარმოოს გამოსაყენებელი ინვენტარის ვარგისიანობის შეფასება და შესაძენი ინვენტარის სია; შეასრულოს ფიგურანტის (სპეც ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი) როლი; დაეხმაროს ორგანიზატორს საგამოფენო ცხოველთა საბუთების შემოწმებასა და რეგისტრაციაში; დაეხმაროს კინოლოგ ორგანიზატორს რინგის მოწყობაში; უზრუნველყოს ინვენტარის სწორი თანმიმდევრობით დალაგება; უზრუნველყოს რინგზე გასასვლელი მონაწილეების თანმიმდევრული წარდგენა; დაეხმაროს კინოლოგ-ექსპერტს/მსაჯს საგამოფენო ძაღლის აღწერილობის ჩაწერაში/ძაღლის მიერ გამართული წარმოდგენის შესახებ ინფორმაციის შეგროვებაში; განამტკიცოს სავალდებულო წვრთნის კურსში შემავალი თვისებები; ავარჯიშოს ძაღლი ყნოსვის უნარების შესანარჩუნებლად; ავარჯიშოს ძაღლი დაკავების (დამნაშავე) უნარ-ჩვევების შესანარჩუნებლად; ავარჯიშოს ძაღლი გამოფენაზე სწორად წარსადგენად; ავარჯიშოს ძაღლი სამაშველო თვისებების შესანარჩუნებლად; კომპეტენციის ფარგლებში ჭრილობის დამუშავების წარმოება; ძაღლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ ვეტერინარისა და კინოლოგის შეტყობინება; დაკვირვების ქვეშ მყოფი ცხოველის შესახებ ვეტერინარისთვის ყოველდღიური ინფორმაციის მიწოდება;
პროგრამაში ისწავლება:
ძაღლის მოვლა და კვების ორგანიზება;
წვრთნის პროცესში დახმარება;
ექსტერიერული/სპორტული/ საველე გამოფენების/შჯიბრებების ორგანიზებაში
დახმარება;
გაწვრთნილ ძაღლებში უკვე არსებული სამუშაო თვისებების შენარჩუნება;
ცხოველის ჯანმრთელობის მონიტორინგი;
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;
სწავლების ვადა: 2,5 თვე, კვირაში 2-3 დღე;
დასაქმების სფერო: ვეტერინარული კლინიკები, ცხოველის სარეაბილიტაციო ცენტრები, თავშესაფრები, ძაღლსაშენები, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურები, საზოგადოებრივი დაწესებულებები.