პროგრამის მიზანია, მოამზადოს ვეტერინარი ექიმის ასისტენტი, რომლის ფუნქციაა დაეხმაროს ვეტერინარ ექიმს პროფესიული საქმიანობის წარმოებაში. პროგრამაში ისწავლება დეონტოლოგიის პრინციპების დაცვა; ვეტერინარული საქმის ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში; პირადი და გარემოს უსაფრთხოების წესების დაცვა; სადიაგნოსტიკო და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა; სამედიცინო ინსტრუმენტის გამოსაყენებლად მომზადება;
პროგრამაში ისწავლება:
დეონტოლოგიის პრინციპების დაცვა;
ვეტერინარული საქმის ორგანიზება კომპეტენციის ფარგლებში;
პირადი და გარემოს უსაფრთხოების წესების დაცვა;
სადიაგნოსტიკო და სამკურნალო-პროფილაქტიკურ ღონისძიებებში მონაწილეობა;
სამედიცინო ინსტრუმენტის გამოსაყენებლად მომზადება;
ლაბორატორიული საქმიანობის შესრულება;
პროფესიული განვითარებისათვის ზრუნვა;
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;
სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 2-3 დღე;
დასაქმების სფერო: ვეტერინარი ექიმის ასისტენტს შეუძლია იმუშაოს: მეცხოველეობის მეურნეობებში, ვეტერინარულ კლინიკებში, ლაბორატორიებში, თავშესაფრებში, უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებში, ზოომაღაზიებში, ზოოაფთიაქებში, ცხოველთა საშენში, ხელოვნური დათესლვის სადგურებში, ხორცის კომბინატებში, ზოოპარკში, აგრარულ ბაზრებში, მეფრინველეობის ფერმებში,თევზსაშენში, მეფუტკრეობის მეურნეობებში, იპოდრომზე.