No items in cart

მებაღე დეკორატორი

  • 115
  • ბოლო განახლება Oct 02, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მოამზადოს  შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრი, რომელიც შეძლებს დეკორატიული ბაღის მოვლის თავისებურებათა აღწერას,  მცენარეთა დარგვას, მცენარეთა მორწყვასა და ბაღში სეზონური მოვლითი სამუშაოების განხორციელებას; დეკორატიულ მცენარეთა გამრავლების თავისებურებათა აღწერას; დეკორატიულ მცენარეთა გამრავლება გენერაციული, ვეგეტატიური და ქსენოვეგეტატიური გზით.დეკორატიულ მცენარეთა სხვლა-ფორმირების თავისებურებათა აღწერას; დეკორატიული ხეების, ხეხილის, დეკორატიული ბუჩქების, კენკროვანი ბუჩქების, ხვიარა მცენარეებისა და ვარდების სხვლა-ფორმირებას; გაზონის მოწყობის თავისებურებათა დახასიათებას; გაზონის მოსაწყობად  თესლის შერჩევას, საგაზონე ბალახის  თესვას, გაზონის დაგებას, გაზონის  მოვლას; გაზონზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრას; ბაღის  საინჟინრო ელემენტების დახასიათებას; ბაღის კეთილმოწყობისა და გამწვანების პროექტის შექმნას და წაკითხვას. 



პროგრამაში ისწავლება:


ხატვისა და ფერწერის საწყისები (მებაღეობაში);

ხაზვა;

 დეკორატიული ბაღის მოვლის თავისებურებათა აღწერა;

წინასაპროექტო სამუშაოების  ჩატარება;

ბაღის საინჟინრო ელემენტების დაგეგმარება;

ბაღის მხატვრული ელემენტების დაგეგმარება;

ბაღის პროექტის შედგენა; 

პრაქტიკული პროექტი ბაღის დიზაინერისთვის - კონკრეტული ტერიტორიისთვის ბაღის დიზაინის პროექტის შედგენა;

დეკორატიული ხეების, ხეხილის, დეკორატიული ბუჩქების, კენკროვანი ბუჩქების, ხვიარა მცენარეებისა და ვარდების სხვლა-ფორმირება.


გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 16 ოქტომბერი;

სწავლების ვადა:  2.5 თვე, კვირაში 2-3 დღე;


დასაქმების სფერო: ბაღის დიზაინერი.