პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა, სამუშაო ადგილის ორგანიზაცია, თავის კანისა და თმის სტრუქტურის განსაზღვრა, სალონური ინსტრუმენტებისა და აქსესუარების გამოყენება, თმის შეჭრა, დავარცხნა, სხვადასხვა ვარცხნილობის შესრულება.
პროგრამაში ისწავლება:
შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმები;
სანიტარიისა და ჰიგიენის წესები;
სამუშაო ადგილის ორგანიზაციის წესი;
თავის დაბანის და თავის კანის მასაჟის წესი;
ინსტრუმენტების, ხელის სამარჯვებისა და აქსესუარების გამოყენების წესი;
თმის შეჭრის ტექნოლოგია სხვადასხვა პრინციპით;
თმის დავარცხნისა და დახვევის წესი;
ქალის სხვადასხვა სახის ვარცხნილობის შესრულების წესი;
შრომისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
სანიტარიისა და ჰიგიენის წესების დაცვა;
თმის სტრუქტურის განსაზღვრა;
თავის კანის მდგომარეობის ვიზუალური განსაზღვრა (დიაგნოსტირება) და შესაბამისი ნიღბის შერჩევა;
თავის დაბანა და თავის კანის მასაჟი;
თმის შეჭრა ე.წ. „კლასიკური“ პრინციპით;
თმის შეჭრა ე.წ. „ნანეტის“ პრინციპით;
თმის ვარცხნილობის დამუშავება, დაყენება გელით;
თმის ვარცხნილობის დამუშავება კრემ-ბრიოლინით;
ნაწნავების შესრულება;
ქალის სხვადასხვა სახის ვარცხნილობების შესრულება.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;
სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;
დასაქმების სფერო: სილამაზის სალონები, თვითდასაქმება.