No items in cart

ტიხრული მინანქარი

  • 136
  • ბოლო განახლება Oct 02, 2024

კურსის შესახებ

მოკლევადიანი პროგრამა: ტიხრული მინანქარი


პროგრამის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ტიხრული მომინანქრების ტექნოლოგია: სპილენძისა და ვერცხლის ზედაპირის მომზადება, ტიხრების დამზადება და დამაგრება ლითონის ზედაპირზე, მინანქრის საღებავების მომზადება და დადებას ტიხრებში, მინანქრის  ნაკეთობების თბური და მექანიკური დამუშავება.


 პროგრამაში ისწავლება:


შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

სამუშაო ადგილის ორგანიზაცია;

ტიხრული მინანქრის ტექნოლოგიის გამოყენება: სპილენძის ტიხრული მინანქრის პანოს დამზადება, ვერცხლის მედალიონის (ბრტყელ მზა  სხმულში) ტიხრული მინანქრის დამზადება შემდეგი ეტაპების გათვალისწინებით:

სხვადასხვა ლითონის ზედაპირის მომზადება მომინანქრებისათვის (სპილენძი, ვერცხლი); 

ტიხრების დამზადება მზა ესკიზის მიხედვით;

ტიხრების დამაგრება ლითონის ზედაპირზე;

მინანქრის საღებავის დადება; 

ფერთა პალიტრის შედგენა; 

მინანქრის დადება; 

მინანქრის გაშრობა, გამოწვა, გაცივება

მზა ნამუშევარის დამუშავება (გაქლიბვა, გაპრიალება), დეფექტების აღმოფხვრა


გამოყენებული მეთოდები:


პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;

ჩასარიცხი დოკუმენტაციის წარმოდგენა. 

 


სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი;


სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;

ბოლო კვირა ჩატარდება საწარმოო პრაქტიკის ობიექტებზე -  კვირაში  5 დღე.



დასაქმების სფერო:


მინანქრის სახელოსნო, თვითდასაქმება