No items in cart

სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი

  • 97
  • ბოლო განახლება May 01, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სამუშაო ადგილის ორგანიზაცია, ნაკერების სახეები, ნაწარმის ცალკეული კვანძების დამუშავება (სხვადასხვა სახის ჯიბე, საყელო, მალული და ხილული ელვა შესაკრავი). ასევე, მსმენელები შეძლებენ ტექნოლოგიურად დაამუშაონ წინსაფარი, ქალის კლასიკური ქვედა კაბა და უნიფორმა.

 პროგრამაში ისწავლება:

შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

სამუშაო ადგილის ორგანიზაცია;

უნივერსალური და სპეცდანიშნულების მანქანების გამოყენება;

ნაკერების სახეები: შემაერთებელი, ნაპირა, დეკორატიული;

სხვადასხვა ჯიბის დამუშავება: გაჭრილი ჯიბე, ზედნადები;

საყელოს დამუშავება: დგართან ერთად, გადაფენილი და ინგლისური; 

სხვადასხვა შესაკრავის დამუშავება:  მალული და ხილული ელვა შესაკრავის დამუშავება;

წინსაფრის ტექნოლოგიური დამუშავება;

კლასიკური ქვედა კაბის ნახაზისა და თარგის დამზადება;

ქვედა კაბის ტექნოლოგიური დამუშავება;

მხრიანი ნაკეთობის (უნიფორმა) კონსტრუქციული ნახაზის (1:4) და თარგის დამზადება (1 ეგზ.);

უნიფორმის ტექნოლოგიური დამუშავება.


​გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;



სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;


სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 3 დღე;


დასაქმების სფერო: სამკერვალო საწარმოები, თვითდასაქმება.