პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს Python-ის და Django-ს საფუძველზე სხვადასხვა სახის საშუალო და მარტივი სირთულის ბექენდ აპლიკაციის შექმნა; აპლიკაციების შემუშავებისა და პრობლემის გადაჭრის ეფექტური მეთოდებისა და საუკეთესო მიდგომების გამოყენებით, რათა შეძლონ ჯუნიორ Python დეველოპერად ან/და ფრილანსერად დასაქმება.
პროგრამაში ისწავლება:
Python -ს სინტაქსის საფუძვლები და ძირითადი კონცეფციები, პითონის კლასების იმპლემენტაცია და OOP პროგრამირების პრინციპები;
Python-ში მონაცემთა დამუშავებისა და შესრულების ოპტიმიზაციის ტექნიკა, ძირითადი სტრუქტურების განხორციელება და გამოყენება;
SQL -ს პრინციპები და მონაცემთა ბაზების მართვა და მანიპულაცია;
Git-ის გამოყენებით ვერსიების კონტროლის და რეპოზიტორის მენეჯმენტის საფუძლები;
Django-ს framework-ის გამოყენებით ვებ-აპლიკაციების და ვებგვერდების შექმნა;
Django-ს მუშაობის პრინციპები და ფაილთა სტრუქტურა;
Cloud -ის პრინციპები, ოპერაციისა და მართვის საბაზისო კონცეფციები.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ონლაინ ფორმატში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
სასწავლო კურსი პროგრამირება 0-დან ან საბაზისო ცოდნა პროგრამირებაში.
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
·ონლაინ რეგისტრაცია;
·ტესტირება
·გასაუბრება
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 28 აპრილი;
სწავლების ვადა: 7 თვე, კვირაში 3 დღე.
დასაქმების სფერო: საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაცია.