პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს დინამიური, მომხმარებელზე ორიენტირებული თანამედროვე, მარტივი და საშუალო სირთულის, კროსპლატფორმული ვებაპლიკაციების შექმნა დესკტოპ და მობილური მოწყობილობებისთვის, რათა დასაქმდეს ჯუნიორ ფრონტენტ დეველოპერად ან დაიწყოს მუშაობა ფრილანსერად.
პროგრამაში ისწავლება:
Advanced React -ის ძირითადი კონცეფციები, მათ შორის, state management’’ -ის, API-ის, hooks-ების და შესრულების ოპტიმიზაცია;
კომპლექსური React აპლიკაციების დიზაინისა და არქიტექტურის შემუშავება;
ვებგვერდებისა და ვებაპლიაკაციების შექმნა ჯავასკრიპტის, რეაქტის და რედაქსის გამოყენებით;
Advanced React-ის გამოყენება თანამედროვე ვებდეველოპმენტში სხვადასხვა production-ready ვებაპლიკაციების განსავითარებლად;
Lazy loading, code splitting, and server-side rendering-ის გაუმჯობესების მიზნით სტრატეგიების მოძიება და მომხმარებლის გამოცდილებაზე მორგებული ვებაპლიკაციების განვითარება;
Redux, MobX, და Recoil-ის რეალურ პროექტებში ეფექტურად გამოყენება;
ვებდეველოპერის აზროვნება და თანამშრომლობითი კულტურის ჩამოყალიბება;
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ონლაინ ფორმატში.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
სასწავლო კურსი პროგრამირება 0-დან ან საბაზისო ცოდნა პროგრამირებაში;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
ტესტირება;
გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 16 ოქტომბერი;
სწავლების ვადა: 7 თვე, კვირაში 3 დღე;
დასაქმების სფერო: საინფორმაციო ტექნოლოგიები და კომუნიკაცია;