პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს სტანდარტების მიხედვით შექმნილი საინჟინრო ნახაზების აღწერა, საინჟინრო კომპონენტების ხაზვა, საინჟინრო ნახაზების შექმნა, საინჟინრო ელექტრული სქემების ნახაზების შექმნა კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემით 2D CAD.
პროგრამაში ისწავლება:
სტანდარტების მიხედვით შექმნილი საინჟინრო ნახაზების აღწერა;
საინჟინრო ნახაზების/წრედების/ქსელების დიაგრამების გამოყენება;
საინჟინრო კომპონენტების ხაზვა;
საინჟინრო ნახაზების შექმნა;
საინჟინრო ნახაზების შექმნა კომპიუტერზე დაფუძნებული ხაზვის სისტემით 2D CAD;
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი;
სწავლების ვადა: 1,5 თვე, კვირაში 3 დღე;
დასაქმების სფერო: სამშენებლო და არქიტექტურული კომპანიები, თვითდასაქმება.