No items in cart

სოციალური მედიის მართვა

  • 116
  • ბოლო განახლება Mar 11, 2025

კურსის შესახებ

მოკლევადიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა

„სოციალური მედიის მართვა“

პროგრამის მიზანია, მსმენელმა შეისწავლოს კომპანიის/ორგანიზაციის მიზნების შესაბამისად სოციალური მედიის მართვის სტრატეგიის დაგეგმვა, სოციალური მედიის გვერდზე სხვადასხვა ფორმატის პოსტის მომზადება და განთავსება, სოციალური ქსელის სარეკლამო პლატფორმების მართვა, სოციალური მედიის გვერდის და რეკლამის მართვის შედეგების გაზომვა, სოციალურ ქსელში მომხმარებლებთან კომუნიკაციის წარმოება.

პროგრამაში ისწავლება:

1. სოციალური მედია მარკეტინგის არსისა და მნიშვნელობის განმარტება;
2. სოციალური მედია არხებში სხვადასხვა ფორმატის კონვენტის მომზადება და განთავსება;
3. სოციალურ ქსელებში მომხმარებლებთან რელევანტური კომუნიკაციის წარმოება;
4. ანალიტიკა/რეპორტინგი;
5. ძირითადი სოციალური ქსელების სარეკლამო პლატფორმების მართვა;
6. სოციალური მედიის დამხმარე ციფრული პლატფორმების გამოყენება;
7. კომპანიის/ორგანიზაციის მიზნების შესაბამისი სოციალური მედია სტრატეგიის დაგეგმვა; 
8. სოციალური მედიის სფეროში ცოდნის გაღრმავების ონლაინ რესურსების ანალიზი.

გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ონლაინსწავლება.

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.
გასაუბრება ინგლისური ენის ცოდნის შესამოწმებლად - B1.

პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.

სწავლის დაწყების თარიღი: 
2025 წლის 28 აპრილი.

სწავლების ვადა: 
2 თვე, კვირაში 3-4 დღე.


დასაქმების სფერო: 
პროგრამის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სხვადასხვა ტიპისა და იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებში, სოციალური მედიის მიმართულებით, ასევე მსმენელები შეძლებენ თვითდასაქმებას.