პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს დეკორატიული ლესვა და ამ საქმიანობასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, განუვითაროს დეკორატიული ლესვისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. მსმენელს მისცეს შესაძლებლობა, დაეუფლოს სპეციფიკურ, თანამედროვე და მაღალანაზღაურებად პროფესიას, რათა კურსის წარმატებულად გავლის შემდგომ შეძლოს დეკორატიული ლესვის სამუშაოების შესრულება და შესაბამის პოზიციაზე დასაქმება.
პროგრამაში ისწავლება:
პირველადი და შუალედური საგრუნტე სამუშაოები;
კედლებზე შრეების ამოვსებისა და კედლების შეფითხვნის სამუშაოები;
არმირების (ბადის ჩაძირვა) სამუშაოები;
დეკორატიული ლესვის სამუშაოები;
ლაზურის სამუშაოები;
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი;
სწავლების ვადა: 1 თვე, კვირაში 2 დღე;
დასაქმების სფერო: სამშენებლო/ სარემონტო სფერო.