პროფესიული მომზადების პროგრამის „შემდუღებელი (ელექტრორკალური)“ მიზანია მოამზადოს კვლიფიციური კადრი, რომელმაც იცის ელექტრორკალური შედუღების ტექნოლოგიის თავისებურებები და შეუძლია სამუშაო ადგილის უსაფრთხოდ ორგანიზება, შესასრულებელი სამუშაოს შესაბამისად აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შერჩევა და მომზადება, უსაფრთხოების წესების დაცვით შესადუღებელი დეტალების ხელით ელექტრორკალური შედუღება.
პროგრამაში ისწავლება:
1. სამუშაო ადგილის ორგანიზება, აღჭურვილობისა და ინსტრუმენტების შერჩევა და მომზადება;
2. მეტალის აქტიური აირით (MAG) და მეტალის პასიური აირით (MIG) შედუღება საჭირო მოწყობილობებისა და ტექნიკების გამოყენებით;
3. ლითონის სტრუქტურა და მისი თერმული დამუშავება;
4. შედუღების სფეროში ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვა.
გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: მინიმალური ასაკი 18 წელი; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია; სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 1 მაისი
სწავლების ვადა: 3 თვე, კვირაში 3-5 დღე;
დასაქმების სფერო: ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა (ფართო სფერო).