პროგრამის მიზანია, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების მომზადება.
პროგრამაში ისწავლება:
შრომის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობა;
დასაქმებულისა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების უსაფრთხოებასთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების შეფასება;
სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების და პროფესიული დაავადებების შემთხვევების რეგისტრაცია, მოკვლევა და ანგარიშგება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროფესიული, უმაღლესი ან სამხედრო განათლების ქონა;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება;
სწავლის დაწყების თარიღი: 2025 წლის 28 აპრილი;
სწავლების ვადა: 4 თვე, კვირაში 5 დღე;
დასაქმების სფერო: როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSesqapLnXo3HqzS_dnW2n0NoA0lhcYjvBv9tGjrgfwlTDWlHw/viewform