No items in cart

ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟი და მომსახურება

  • 63
  • ბოლო განახლება Mar 16, 2026

კურსის შესახებ

პროფესიული მომზადების პროგრამის „ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟი და მომსახურება“ მიზანია მოამზადოს კვალიფიციური კადრი, რომელსაც შეუძლია ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟისა და მომსახურების სამუშაოების შესრულება; კონდიცირების სისტემის სამუშაოების დაგეგმვა კონდიცირების სპეციფიკის გათვალისწინებით; კონდიცირების სისტემების მონტაჟთან დაკავშირებული მასალებისა და ხელსაწყოების სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება; „სპლიტ“ სისტემის ჰაერის კონდიციონერის მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება და ტექნიკური მომსახურება.


პროგრამაში ისწავლება:

ჰაერის კონდიცირების სისტემების მონტაჟის საფუძვლები და მოწყობის პრინციპები;

ჰაერის კონდიცირების სისტემის სამუშაოების დაგეგმვა კონდიცირების სპეციფიკის გათვალისწინებით;

„სპლიტ“ სისტემის ჰაერის კონდიციონერის მონტაჟი, ექსპლუატაციაში გაშვება და მომსახურება.


გამოყენებული მეთოდები: პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. პროგრამაზე

დაშვების წინაპირობა: საშუალო განათლება; ქალაქ თბილისში რეგისტრაცია.

სწავლის დაწყების თარიღი: 2026 წლის 1 მაისი სწავლების ვადა: 6 კვირა (160 საათი), კვირაში 25 საათი დასაქმების სფერო: არქიტექტურა და მშენებლობა.