No items in cart

ელექტრიკოსი

  • 126
  • ბოლო განახლება Oct 02, 2024

კურსის შესახებ

პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს შრომის, ჯანმრთელობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების გამოყენება, ნებისმიერი ტიპის სათავსოში ჩასატარებელი სამონტაჟო  სამუშაოებისათვის  მომზადება, მუშა ნახაზის მიხედვით მოსამზადებელი სამუშაოების შესრულება, სამონტაჟო იარაღების გამოყენებით  მონტაჟის შესრულება.

 პროგრამაში ისწავლება:

შრომის, ჯანმრთელობისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების დაცვა;

ელსამონტაჟო სამუშაოთა შესრულებისათვის ძირითადი და დამხმარე მასალების, საჭირო ხელსაწყო-იარაღებისა და სამარჯვების გამოყენება;

ელექტრული დენის, ძაბვისა და წინაღობის გაზომვა;

შიდა და გარე გაყვანილობის მონტაჟი;

საჭირო რაოდენობის მასალის გაანგარიშება და შერჩევა;

მასალების მომზადება;

სამუშაო ელ.ნახაზის  კითხვა;

კედლებში, იატაკსა და ჭერში არხების მონიშვნა და მომზადება;

სასართულე,  ღია და დახურული გაყვანილობების მონტაჟი;

გამოყენებული მასალებისა და ელექტრომოწყობილობების დაყენებამდე შემოწმება, გამართულ მდგომარეობაში მოყვანა და მათი მონტაჟი; 

ნათურების, სანათი და ელექტრომოწყობილობების ქსელთან მიერთება;

შესრულებული სამუშაოების შემოწმება.

  

გამოყენებული მეთოდები:

პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით. 


პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მინიმალური ასაკი 18 წელი;

ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;


პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:

ონლაინ რეგისტრაცია;

დოკუმენტაციის გადარჩევა;

გასაუბრება;


სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 15 ოქტომბერი;


სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;

დასაქმების სფერო: სამშენებლო კომპანიები, თვითდასაქმება