პროგრამის მიზანია, მსმენელს შეასწავლოს შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა, სამუშაო ადგილის ორგანიზაცია, ზედაპირების მოპირკეთებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალების შერჩევა-გამოყენება, ხელის სამარჯვებისა და ინსტრუმენტების გამოყენება, დუღაბების დამზადება, ფილების მომზადება, ფილების დაგება ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზედაპირებზე, ფილებით დაგებული ზედაპირების მოპირკეთება - ნაკერების შევსება.
პროგრამაში ისწავლება:
შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და წესების დაცვა;
სამუშაო ადგილის ორგანიზება;
ზედაპირების მოპირკეთებისათვის საჭირო ძირითადი და დამხმარე მასალების შერჩევა-გამოყენება;
ხელის სამარჯვებისა და ინსტრუმენტების გამოყენება;
დუღაბების დამზადება;
ფილების მომზადება;
ფილების დაგება ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ ზედაპირებზე;
ფილებით დაგებული ზედაპირების მოპირკეთება - ნაკერების შევსება.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;
სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 3 დღე;
დასაქმების სფერო: სამშენებლო კომპანიები, თვითდასაქმება.