პროგრამის მიზანია, მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრი, რომელიც შეძლებს სხვადასხვა სახის ღონისძიებისთვის: ყავის შესვენების, ფურშეტის, პრეზენტაციის, საზეიმო მიღებისა და ა.შ. შრომითი ,ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით სხვადასხვა სახის საკონდიტრო ნაწარმის ფრანგული ტექნოლოგიით მომზადებას.
პროგრამაში ისწავლება:
პირადი ჰიგიენის დაცვა;
სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების დაცვა;
ინდივიდუალური დესერტების მომზადების ტექნოლოგია;
შოკოლადის, მარმელადის, კანფეტების მომზადების ტექნოლოგია;
ცომების და ფუნთუშეულის მომზადების ტექნოლოგია;
ტორტების მომზადების ტექნოლოგია;
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 16 ოქტომბერი;
სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;
დასაქმების სფერო: საკონდიტრო, სასტუმრო/რესტორანი; ჰიპერმარკეტი.