პროგრამის მიზანია, მსმენელმა შეისწავლოს კვების ისტორია-ხორცი როგორც საკვები პროდუქტი, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები ხორცის წარმოებისას; ხორცის ინფექციური და არაინფექციური დაავადებები, სასაკლაოები, ცხოველის დაკვლის მეთოდები, დაავადებების გამოვლენა დაკვლის პროცესში, ხორცის გაციების სახეები, ხორცის კატეგორიები, ხორცის გემოვნური თვისებები, ხორცის კალორიულობა, ხორცის სახეობების განსაზღვრა, საქონლის დაშლა, დახარიხსხება; ფარშის სახეობების მომზადება, ფრინველის ნარევის დაჭრა/დახარისხება; შენაერთიანი ნახევარ-ფაბრიკატების მომზადება; ხორცპროდუქტების კერძების მომზადების ტექნოლოგია; შრომის, ჯანმრთელობის უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვა; საწარმოო სანიტარიისა და გარემოს უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვა; პირველადი დახმარების აღმოჩენა; სამზარეულოს კერძების მომზადების ტექნოლოგია. ნედლეულის დამუშავებისა და კერძების მომზადებისთვის ხელსაწყო-იარაღების, ელექტრო აპარატურისა და დანადგარების გამოყენება; პროდუქტისა და ნედლეულის არჩევა; ნახევარფაბრიკატების მომზადება; ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება; სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით კერძების მომზადება;
პროგრამაში ისწავლება:
ნედლეულის დამუშავებისა და კერძების მომზადებისთვის ხელსაწყო-იარაღების, ელექტროაპარატურისა და დანადგარების გამოყენება;
პროდუქტისა და ნედლეულის არჩევა;
ნახევარფაბრიკატების მომზადება;
ნედლეულისა და პროდუქტის თერმული დამუშავება;
სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, კერძების მომზადება;
საქონლის მიღება/დამაცივრება;
საქონლის დაშლა/დახარისხება;
მსხვილნაჭრებიანი ნახევარ-ფაბრიკატების გამოყვანა;
წვრილნაჭრებიანი ნახევარ-ფაბრიკატების სარეალიზაციოდ დაჭრა;
ფარშის სახეობების მომზადების შესწავლა;
ფრინველის ნარევის დაჭრა/დახარისხება;
შენაერთიანი ნახევარ-ფაბრიკატების მომზადების შესწავლა (კუპატის სახეობები, აფხაზურა, ბასტუმრის სახეობები,ხორცის რულეტები).
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 13 მაისი;
სწავლების ვადა: 2,5 თვე, კვირაში 2-3 დღე;
დასაქმების სფერო: საკონდიტრო, სასტუმრო/რესტორანი;, ჰიპერმარკეტი