პროგრამის მიზანია მოამზადოს შესაბამისი კომპეტენციის მქონე კონკურენტუნარიანი კადრი, რომელიც შეძლებს სხვადასსხვა სახის ღონისძიებისთვის: ყავის შესვენებისთვის, ფურშეტისთვის, პრეზენტაციისთვის, საზეიმო მიღებისთვის და ა.შ. შრომითი, ეკოლოგიური უსაფრთხოების ნორმების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და სურსათის უვნებლობის წესების დაცვით, საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადებას.
პროგრამაში ისწავლება:
პირადი ჰიგიენის დაცვა;
სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების დაცვა;
ფქვილოვანი საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება;
სუფლეს ტიპის საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება;
ჭიქის საკონდიტრო მინი ნაწარმის მომზადება.
გამოყენებული მეთოდები:
პროგრამის სწავლებისას გამოიყენება თეორიული და პრაქტიკული სწავლების ფორმატი, პრაქტიკული უნარების გამომუშავებით, ადგილზე დასწრებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:
მინიმალური ასაკი 18 წელი;
ქალაქ თბილისში რეგისტრაცია;
პროგრამაზე მოხვედრის ეტაპები:
ონლაინ რეგისტრაცია;
დოკუმენტაციის გადარჩევა;
გასაუბრება.
სწავლის დაწყების თარიღი: 2024 წლის 16 ოქტომბერი;
სწავლების ვადა: 2 თვე, კვირაში 2-3 დღე;
დასაქმების სფერო: საკონდიტრო, სასტუმრო/რესტორანი; ჰიპერმარკეტი.